თეგებით ძიება

მოქალაქეებს ძალიან მალე ვეტყვით სასიამოვნო ინფორმაციას - პრემიერი

პრემიერის თქმით, მთავრობის მოტივაციაა ის, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული ქვეყნის ეროვნული ინტერესები ყველა მიმართულებით.

„მთავარი ჩვენი მოტივაცია არის ის, რომ მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები ყველა მიმართულებით, ყველა მიმართულებით, იქნება ეს ენერგეტიკა, ეკონომიკა თუ სხვა. მაგალითად, ბოლო დღეებში ჩვენ გვესმის პრობლემა „ბორჯომთან“ დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ „ბორჯომის“ მესაკუთრე არის სანქცირებული. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ და ამის თაობაზე მოქალაქეებს ძალიან მალე ვეტყვით სასიამოვნო ინფორმაციას. მე არ მინდა დეტალებზე ვისაუბრო დღეს, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ჩვენ ვმუშაობთ, რომ მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესები “, - განაცხადა პრემიერმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა