თეგებით ძიება
01. 05. 2022 COVID - 19

კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა - ნახეთ, ბოლო 24 საათის სრული კოვიდსტატისტიკა

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 72 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 161 ადამიანი გამოჯანმრთელდა და სამი პაციენტი გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 7 287 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5 617, „პისიარ“ ტესტით – 1 670.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია:დღიური – 0,99%, ბოლო 14 დღის – 0,99%, ბოლო 7 დღის – 0,85%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 655 170 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 637 198 გამოჯანმრთელდა, 16 810 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 882 520 აცრა, დღიურად აცრილია 425.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა