მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამი XE გავრცელდა
Euronews-ის ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამი - XE გავრცელდა.
გამოცემა წერს, რომ ის ომიკრონის ჰიბრიდული ვერსიაა და ორი შტამისგან - BA.1 და BA.2-ის კომბინაციისგან შედგება. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ის უფრო ინფექციური იქნება, ვიდრე ამჟამად გავრცელებული შტამი.
ვირუსის ეს სახეობა პირველად დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა, თუმცა ახლა სხვა ქვეყნებშიც არის გავრცელებულია, მათ შორის იაპონიასა და ინდოეთში.