თეგებით ძიება

"გაკეთდეს არჩევანი ან მხარი დაუჭირონ სიმართლეს, ან არა" - ზელენსკიმ თურქეთი გააკრიტიკა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსი ტურისტებისთვის ახალი მარშრუტების შექმნის გამო თურქეთი გააკრიტიკა.

"რუსულ ტურიზმს მრავალი წლის განმავლობაში საბერძნეთში დიდი თანხები მოაქვს. ჩვენ ვთვლით, რომ ისინი ამ ფულს სისხლით შოულობენ. იგივე სიტუაციაა თურქეთშიც. ერთის მხრივ, თურქეთი მოქმედებს როგორც შუამავალი და უკრაინას მნიშვნელოვანი ნაბიჯებით უჭერს მხარს, მეორე მხრივ, ჩვენ ამავდროულად ვხედავთ რამდენიმე ტურისტული მარშრუტის მომზადებას. განსაკუთრებით რუსული ტურიზმისთვის. ჩვენ ამასაც ვხედავთ. თუ ჩვენ გვსურს, რომ გვქონდეს მეგობრული ურთიერთობები, უნდა ვთქვა, რომ ეს შეუძლებელია. ასე ვერ გავუმკლავდებით, ეს ორმაგი სტანდარტია. ეს არ არის სამართლიანი. ამიტომაც ვაქცევ ყურადღებას თურქეთის ასეთ შესაძლებლობებს, ვთვლი, რომ ასე არ უნდა იყოს, რადგან უნდა გაკეთდეს არჩევანი – ან მხარი დაუჭირო სიმართლეს, ან არა“, – განაცხადა ზელენსკიმ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა