ხაშურში დააკავეს კაცი, რომელსაც 64 წლის ქალის გაუპატიურება ედება ბრალად
შიდა ქართლის საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, ხაშურის პოლიციამ დააკავა კაცი, რომელსაც 64 წლის ქალის გაუპატიურება ედება ბრალად.
მედიის ცნობით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა კაცმა 64 წლის ქალის გაუპატიურება სცადა, შემდეგ კი, ფული და ტელეფონი წაართვა. არსებული ინფორმაციით, 64 წლის ქალს ექიმების დახმარება დასჭირდა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.