თეგებით ძიება
03. 05. 2022 COVID - 19

მინიმალური შეზღუდვა აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს - ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის საბჭოს ხელმძღვანელის განცხადებით, მოხსნილი რეგულაციები პანდემიის დასასრულს არ ნიშნავს და ივანე ჩხაიძე იმუნიზაციის მნიშვნელობაზეც საუბრობს.

„შეზღუდვებისა და აკრძალვების გარკვეულწილად შემსუბუქება ლოგიკური გადაწყვეტილებაა, მაგრამ ვფიქრობთ, რომ იმ რისკების გათვალისწინებით, რომლებიც შეიძლება კორონავირუსის ახალი მუტაციის გამოჩენას უკავშირდებოდეს, ის მინიმალური შეზღუდვა, რომელიც ახლა ქვეყანაშია, აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს. ვგულისხმობ სამედიცინო დაწესებულებებში, აფთიაქებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარების ვალდებულებას. ჯერჯერობით, საუბარი იმაზე, რომ მსოფლიოსა თუ საქართველოში, პანდემია უახლოეს დღეებსა თუ კვირებში დასრულდება, ძალიან ნაადრევია. მეტი აქტიურობაა საჭირო ვაქცინაციის თვალსაზრისით“, - აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.

2 მაისიდან, პირბადეების გამოყენება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტშია სავალდებულო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა