თეგებით ძიება

"ამას რომ გაიგებს ახლა, ვინც ქირითაა, ქართველიც და უცხოელიც იტყვის, რომ ქირას აღარ ვიხდიო" - რას წერს ბინის მესაკუთრე?

სოციალური ქსელის მომხმარებლის, სალომე კოკაიას პოსტს, რაც რუს მდგმურს ეხება, რომელიც დედამისს ქირას არ უხდის, ფეისბუქზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის ბინის მეპატრონეთა მხრიდან.

ერთ-ერთია ზაზა კვაჭანტირაძე, რომელიც საკანონმდებლო დონეზე ცვლილებებს მოითხოვს.

"მოგესალმებით მეგობრებო, ძალიან ბევრმა დაპოსტა უკვე და როგორც ჩანს ამან მასობრივი ხასიათი მიიღო. ქირაობენ ბინას და მერე თანხას აღარ იხდიან. თურმე პატრულს არ აქვს ბინიდან მათი გამოყრის უფლება. სასამართლოში უნდა იჩივლო და იქ პროცესები ზოგს ხუთი და ექვსი წელი ეწელებათ. ჯერ ბინის ყიდვა რა ჯდება, ხალხი წელებზე ფეხს იდგავს და ყიდულობს, მერე რემონტი თითქმის კიდევ ბინის თანხა ჯდება, ნერვების წყვეტა და ამ დროს შედის თქვენს ბინაში ვიღაც აფერისტი, საერთოდ არ გიხდით ბინის ქირას, გემუქრებათ აქეთ პოლიციით, ბანაობს თქვენს მიერ მოწყობილ აბაზანაში და აფუჭებს ბინას. ეს გრძელდება წლები და ხალხი ამის წინააღმდეგ ვერაფერს ახერხებს. აღარ ვიცი რა ვთქვა, ეს ქვეყნის გარდა ყველაფერია უკვე!!! რას აკათებს პარლამენტი რომ ერთი კანონი მაინც მიიღოს და ჩვენი, ბინის მესაკუთრეების უფლებები დაიცვას. რა მექანიზმები გვაქვს ამ დროს და იგივე სიტუაციაში რომ არ ჩავარდეს სხვებიც რითი შეიძლება თავი დაიზღვიონ? ამას რომ გაიგებენ ახლა ბევრი ვინც ქირითაა, ქართველიც და უცხოელიც იტყვის, რომ ქირას აღარ ვიხდიო", - წერს ზაზა კვჭანტირაძე.

\"ამას რომ გაიგებს ახლა, ვინც ქირითაა, ქართველიც და უცხოელიც იტყვის, რომ ქირას აღარ ვიხდიო\" - რას წერს ბინის მესაკუთრე?


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა