თეგებით ძიება
05. 05. 2022 COVID - 19

"კოვიდის ახალი 4 ვარიანტი მაინც დაგემართებათ, თუ არ იქნებით ვაქცინირებულები" - რას წერს კოვიდაფეთქებაზე გიორგი ფხაკაძე?

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, პროფესორ გიორგი ფხაკაძის ინფორმაციით, საქართველოში კოვიდაფეთქება ზაფხულის თვეებშია მოსალოდნელი და საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

"გაფრთხილებდით არაერთხელ და აგერ, ბატონო, უკვე ოფიციალურად დაიბეჭდა მეცნიერული სტატია, თუ რა გველოდება ამ ზაფხულს საქართველოში!ივნის-ივლისის აფეთქებას ვერ ავცდებით, თუ ახლა არ მოვემზადებით!

კოვიდის SARS-CoV-2 ომიკრონის ახალი 4 ვარიანტი: BA.2.12.1, BA.2.13, BA.4 და BA.5 არის უფრო გადამდებები, ვიდრე ომიკრონის BA.2. ამას ემატება ისიც, რომ საქარღველიში ვინც გადაიტანა კოვიდი - დელტა და ომიკრონის პირველი ვარიანტი BA.1 ანუ თებერვლამდე ვინც დაინფიცირდა, ამ ადამიანების იმუნური სისტემა, სავარაუდოდ, ვერ იცავს ამ ახალი ვარიენტებისგან!

მარტივად რომ ვთქვათ, ვინც დაინფიცირდა კოვიდით ამ ზამთარს, ისინი დაცულები არ არიან! კოვიდის ახალი 4 ვარიანტი მაინც დაგემართებათ, თუ არ იქნებით ვაქცინირებულები!

კარგი ამბავი არის ის, რომ საქართველოში არსებული ფაიზერის ვაქცინა ინარჩუნებს ეფექტურობას ამ ვარისნტების წინააღმდეგ (მოდერნაც კარგად მუშაობს) და კვლავ იცავს სიკვდილისგან, ჰოსპიტალიზაციისგან. და დაინფიცირებისგან თითქმის 85% იცავს 3-ჯერ ვაქცინაციის შემთხვევაში.
აქ საპანიკო არაფერია!

აიცერით ფაიზერით ან მოდერნათი 3-4 ჯერ პროტოკოლის მიხედვით!
გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე დახურულ სივრცეში!
გეყოთ ინტერნეტში უაზრო პოსტების ძებნა. უსმინეთ და დაუჯერეთ მხოლოდ დარგის გამოცდილ სპეციალისტებს/ექსპერტებს!
გამოიყენეთ საღი აზრი და იყავით პრაგმატულები!
ჯანმრთელობას გისურვებთ!- წერს ფხაკაძე.
#drpkhakadze

"კოვიდის ახალი 4 ვარიანტი მაინც დაგემართებათ, თუ არ იქნებით ვაქცინირებულები" - რას წერს კოვიდაფეთქებაზე გიორგი ფხაკაძე?


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა