თეგებით ძიება
08. 05. 2022 COVID - 19

"კოვიდმა საქართველოში, სავარაუდოდ, 68 000 ადამიანი მოკლა... სიმართლე მწარეა!" - გიორგი ფხაკაძე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე საქართველოში კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის შესახებ წერს, რაც ოფიციალურ მონაცემებში არ ჩანს.

"კოვიდმა საქართველოში, სავარაუდოდ, 68,000 ადამიანი მოკლა!

კოვიდისგან სიკვდილიანობა მსოფლიოში არის 15 მილიონი და არა 5 მილიონი (ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა გუშინ)… ამის შესახებ მე ვსაუბრობდი ჯერ კიდევ შარშან, რომ რეალური სურათის მისაღებად იფიციალური სტატისტიკის ციფრები (ინფიცირების და სიკვდილიანობის) უნდა გავამრავლოთ 3-ზე ან 4-ზე. საქართველოს შემთხვევაში მინიმუმ 4-ზე უნდა გავამრავლოთ (თუ რატომ, ამის დასაბუთება დეტალურად აღვწერე ჩემს პოსტებში)!

ეს რას ნიშნავს საქართველოსთვის? 17 000x3 მინიმუმ 51 000 ადამიანი დავკარგეთ (ეს ჯანმოს ახალი გლობალური მონაცემებით) და უფრო რეალისტურები რომ ვიყოთ, ეს ციფრი, სავარაუდოდ, არის 68 000!

საქართველოში ამაზე არავინ საუბრობს! რატომ? ნამეტანი ნეგატიური ინფორმაციაა! სიმართლე მწარეა! არავის უნდა, რომ ამ ნეგატიურმა ინფორმაციამ მათ რეიტინგზე იმოქმედოს!"არარეიტინგული” ამბავია .
ფხაკაძე რეიტინგის მონა არ არის!
კოვიდი არსად წასულა! კოვიდი ისევ ცირკულირებს მსოფლიოში! უფრთხილდით კოვიდს!
ჯანმრთელობას გისურვებთ!", - წერს ფხაკაძე.
#drpkhakadze

ოფიციალური სტატისტიკით, კოვიდპანდემიის დაწყებიდან დღმდე საქართველოში კორონავირუსით 16,811 ადამიანი გარდაიცვალა.

"კოვიდმა საქართველოში, სავარაუდოდ, 68 000 ადამიანი მოკლა...   სიმართლე მწარეა!" - გიორგი ფხაკაძე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა