კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა - ნახეთ, ბოლო ერთი კვირის კოვიდ სტატისტიკა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი 2 მაისიდან 8 მაისის ჩათვლით კოვიდ ინფიცირების, გამოჯანმრთელებისა და გარდაცვალების სტატისტიკას აქვეყნებს.
2-8 მაისის პერიოდში კოვიდ-19-ის 745 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 984 ადამიანი, ხოლო ვირუსს 8 ადამიანი ემსხვერპლა.
აღნიშნულ პერიოდში ჩატარდა 112 564 ტესტი.
როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრი წერს, უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი.
7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია - 0.66%.