"მოვემზადოთ და დავხდეთ შემდეგ ტალღას...არავაქცინირებულები არიან მსხვერპლი!" - გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ვაქცინაციის აუცილებლობასა და ახალ კოვიდტალღაზე საუბრობს.
"სამხრეთ კორეის და ჰონკონგის ბოლო კოვიდ აფეთქებამ ნათლად აჩვენა, რომ ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილიანობა არის არავაქცინირებულებში!
როგორც გინდათ, რაც გინდათ ისე “იოცნებეთ” და თავი მოიტყუეთ, ფაქტები კი ჯიუტია, ძალიან ჯიუტია, არავაქცინირებულები არიან ამ უბედური პანდემიის მსხვერპლი!
ვისწავლოთ სხვის შეცდომებზე, არ დაუშვათ იგივე შეცდომები, მოვემზადოთ და დავხდეთ შემდეგ ტალღას შეიარაღებულები!
ჯანმრთელობას გისურვებთ!", - წერს გიორგი ფხაკაძე.
#drpkhakadze