თეგებით ძიება
12. 05. 2022 COVID - 19

"ქვეყნებში, რომლებმაც კორონავირუსის 5-6 ციკლი უკვე გაიარეს, ახალი კოვიდაფეთქება დაიწყო" - გიორგი ფხაკაძე

პროფესორი, გიორგი ფხაკაძე კოვიდპანდემიასთან დაკავშირებით, მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე ბლიცანალიზს აკეთებს:

"კარგი ამბავია ის, რომ მსოფლიოს მასშტაბით კოვიდინფიცირების მაჩვენებლები იკლებს. მარტის დასაწყისიდან ყველა ინდიკატორი უმჯობესდება, სიკვდილიანობა და ჰოსპიტალიზაცია მმცირდება. ეს შესანიშნავი სიახლეა, რადგანაც ამგვარი მოცემულობა ეხმარება ჯანდაცვის სისტემას და ექიმებს, რომლებიც პანდემიასთან ბრძოლის ამ 2 დაძაბული რეჟიმით ძალიან გადაიღალნენ. უნდა გვახსოვდეს, რომ კორინავირუსს 5-6 თვიანი ციკლურობა ახასიათებს. შესაბამისად, ქვეყნებში, რომლებმაც ეს 5-6 ციკლი უკვე გაიარეს, ახალი კოვიდაფეთქება უკვე დაიწყო. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა სამხრეთ აფრიკის მაგალითი. იქ უკვე 2 კვირაა, კოვიდაფეთქება დაიწყო, მე-5 ტალღაში შედიან. რატომაა სამხრეთ აფრიკის მაგალითი საქართველოს მსგავსი? იმიტომ, რომ ჩვენსავით იქაც დაბალია ვაქცინაციის მაჩვენებელი. სამხრეთ აფრიკაში აცრილია მოსახლეობის მხოლოდ 36% და აუცრელ მოსახლეობაში ვირუსი თავისუფლად ცირკულირებს. ჩვენ ძალიან ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ, სამხრეთ აფრიკაში ხდება, რადგანაც 1-2 თვეში საქართველოშიც მეტნაკლებად იგივე სიტუაცია იქნება. წინა ხუთმა ტალღამ ეს სურათი აჩვენა.

ასევე საყურადღებოა, რაც ჩინეთში ხდება. ჩინეთი მოქმედებს კოვიდთან ე.წ. ნულოვანი ტოლერანტობის დევიზით. ეს მიდგომა არაეფექტური აღმოჩნდა, რადგან ზედმეტი ჩაკეტვები და დრაკონული მეთოდების გამოყენება არარელევანტურია. თანაც, ჩინეთი არ იყენებს ყველაზე ეფექტურ ვაქცინებს (ფაიზერი და მოდერნა) და შედეგი არის ის, რომ განსაკუთრებით 60 წელს გადაცილებულ ადამიანებში ჩინეთში კოვიდსიკვდილიანობაა. ამ კუთხით თვალსაჩინო მაგალითია, რაც ხდება ჰონკონგსა და სამხრეთ კორეაში. ამ სამი სახელმწიფოს მოცემულობა გვიჩვენებს, რომ იმ ქვეყნებში, რომლებიც ყველაზე ნაკლებვაქცინირებული არიან, მაღალია ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილიანობა, განსაკუთრებით 60 წელს გადაცილებულ პოპულაციაში.

საქართველოს სტატისტიკას თუ გადავხედავთ ბოლო 2 წლის მანძილზე, ოფიციალურად დადასტურებული ყველაზე დიდი სიკვდილიანობისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლი 50 წელს გადაცილებულ ადამიანებშია. რაც უფრო მაღალი ასაკობრივი ჯგუფია, მით უფრო მაღალია სიკვდილიანობის მაჩვენებელი. 60 წელს გადაცილებული ადამიანები განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყონ, უნდა აიცრან იმ ქვეყნის პროტოკოლის მიხედვით, სადაც იმყოფებიან, ანუ 3-ჯერ ან ოთხჯერ.

აღსანიშნავია, რომ უკვე წამოვიდა კორონავირუსის ახალი ვარიანტები. ესენია: სამხრეთ აფრიკაში BA4 და BA5, სხვადასხვა ქვეყნებში არის სხვა ვარიანტებიც. ნელ-ნელა კოვიაფეთქება დაიწყო ევროპის კონტინენტზეც, მაგრამ ევროპულ ქვეყნებში ტალღები კონტროლირებადია, ვინაიდან ევროპის 80-905 (გააცნია ქვეყნებს) ვაქცინირებულია. მაგალითად პორტუგალიაში მოსახლეობის 90% აცრილია, საფრანგეთში - 80%, იტალიაში - 85%. ევროპის ქვეყნებში ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილიანობა არის ძირითადად აუცრელ ადამიანებში ან ძალიან მოხუცებში. ევროპის კონტინენტზე კოვიდრეგულაციები თითქმის მოხსნილია, რადგანაც ქვეყნების მაღალი ვაქცინაცია და, შესაბამისად, მოსახლეობის დაცულობის მაღალი დონე ამ ფუფუნების საშუალებას იძლევა. ეს ფაქტორები აუცილებლად გასათვალისწინებელია, როცა ვსაუბრობთ, როგორ უნდა ვმართოთ პანდემია და ჯანდაცვის სისტემა.

საქართველოსთვის რეკომენდაცია ძალიან მარტივია: ფრთხილად უნდა ვიყოთ, ახლა არის ძალიან კარგი დრო არა დაპირისპირების, არამედ მომზადებისთვის. უნდა მოხდეს მობილიზაცია და საღი აზრით მოქმედება. შეგახსენებთ, 2020 წელს ზუსტად იგივე სიტუაცია იყო, რაც დღესაა საქართველოში. 2020 წელს ამ დროს შიდა ტურიზმის განვითარებაზე დაიწყეს საუბარი, ყველა რეგულაცია ნაადრევად მოხსნეს და ნეგატიური შედეგიც დაიდო. არაეფექტურმა მართვამ და არსათანადო მომზადებამ მოგვიტანა ის სავალალო რეალობა, რაშიც შემდეგ აღმოვჩნდით", - წერს ფხაკაძე.

#drpkhakadze


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა