"ვაქცინამ მილიონობით სიცოცხლე გადაარჩინა!...საქართველლოში კი რამდენი ადამიანი დავკარგეთ იმის გამო, რომ დროზე არ ავცერით?!" - გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე კოვიდვაქცინაციის სარგებლიანობასა და ანტივაქსერული კამპანიის შედეგებზე სოციალურ ქსელში წერს:
"ფაქტია, რომ ვაქცინამ მილიონობით სიცოცხლე გადაარჩინა! ეს არის უტყუარი ფაქტი!
ფაქტია, რომ კოვიდვაქცინები უფრო ადრე რომ ყოფილიყო ხელმისაწვდომი და ადამიანები ვაქცინაციის პროცესში უფრო აქტიურად ჩართულიყვნენ, მილიონობით ადამიანი გადარჩებოდა.
მარტო ამერიკაში კოვიდმა ერთ მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა! ფაქტია, რომ დაგვიანებული ვაქცინაციის გამო (ბევრი სხვა მიზეზის გამოც) 300.000 ამერიკელის სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა!დიახ, 300,000 გაუთვალისწინებელი სიკვდილი მხოლოდ ამერიკაში დაფიქსირდა!რატომ? რისთვის?
საქართველოში კი უფრო მძიმე მდგომარეობაა. რამდენი ადამიანი დავკარგეთ იმის გამო, რომ დროზე არ ავცერით ხელმისაწვდომი ვაქცინებით!ასიათასობით მაღალეფექტური ვაქცინა გადავყარეთ და "კრემლოვიჩების" მიერ დაგეგმილ და შარლატანების (სხვა სიტყვას ვერ ვპოულობ) მიერ წამოწყებულ/განხორციელებულ ანტივაქსერულ კამპანიას მიჰყვება ქვეყნის მოსახლეობის ზომბირებული ნაწილი! პოსტკოვიდზე ხომ საერთოდ, მარტო ფიქრიც კი დეპრესიაში ჩაგაგდებს, როცა ხედავ, რას უტოვებს კოვიდი პაციენტებს…
უგუნურება დამღლელია და, ამავე დროს, საშიშიც…", - წერს გიორგი ფხაკაძე.