თეგებით ძიება
17. 05. 2022 COVID - 19

"ამ ჰეპატიტის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს..." - გიორგი ფხაკაძე ბავშვებში გავრცელებული დაავადების სავარაუდო მიზეზს ასახელებს

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ბავშვებშუ გავრცელებული უცნობი ტიპის ჰეპატიტის სავარაუდ გამომწვევ მიზეზზე სოციალურ ქსელში წერს:

"ჰეპატიტი ბავშვებში - ბოლო მონაცემები (17/05/2022)!
სავარაუდოდ, ამ ჰეპატიტის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს პოსტკოვიდი!(იხილეთ სტატიები პოსტის ბოლოს)
პირველმა ამ ჰეპატიტის შესახებ განაცხადა დიდმა ბრიტანეთმა 2022 წლის 5 აპრილს.
პირველად მე მოგახსენეთ ამ ჰეპატიტის შესახებ 2022 წლის 19 აპრილს, ნახეთ აქ: https://youtu.be/BciA3MwX5ic
ძირითადად ინფიცირდებიან 11 თვიდან 5 წლამდე ბავშვები.
500-ზე მეტი ბავშვი დაინფიცირდა 30-მდე ქვეყნიდან და დადასტურდა 11 გარდაცვალება.
სამწუხაროდ, დაინფიცირებული ბავშვების:
90%-ს ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია.
10%-14%-ს ესაჭიროება ღვიძლის გადანერგვა.
ბრიტანეთში უკვე 11 ბავშვს წარმატებით გადაუნერგეს ღვიძლი.
ეს არ არის A, B, C, D და E ტიპის ვირუსული ჰეპატიტი.
პრაქტიკული რჩევები მშობლებს:
არავითარი პანიკა;
დააკვირდით ბავშვს, სიყვითლე ხომ არ აღენიშნება კანზე ან თვალებში;
მუქი შარდი;
ნაცრისფერი განავალი;
კანის ქავილი;
კუნთების და სახსრების ტკივილი;
მაღალი სიცხე;
ბავშვი გრძნობს თავს შეუძლოდ.
ბავშვი გრძნობს დაღლილობას;
მადის დაკარგვა;
ტკივილი მუცლის არეში.
გირჩევთ, გქონდეთ მუდმივი კავშირი თქვენს პედიატრთან.
ხელების ხშირად დაბანა საკმაოდ კარგი პრევენციული მექანიზმია!გამოიყენეთ სამედიცინო პირბადეები და აიცერით პროტოკოლის მიხედვით!
რა ტიპის ტესტები არის საჭირო:
ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა უკვე გასცა რეკომენდაცია, თუ რა ტიპის ტესტებია საჭირო (ეს ექიმებისთვის ტექნიკური ნაწილია):
blood (whole blood/plasma/serum),
nasopharyngeal smear,
sputum,
faeces (or rectal smear) and
liver tissue.
In addition, to detect the adenovirus the guidance recommends the use of whole blood PCR testing. Analysis of clinical samples should be carried out immediately on-site, and where not possible they should be sent to the nearest laboratory that can handle this request.
არავინ იცის ბოლომდე/დაზუსტებით, საიდან, რატომ ან როგორ ვრცელდება ეს ჰეპატიტი!
დადასტურდა, რომ კოვიდვაქცინებთან არანაირი კავშირი არ აქვს, დაინფიცირებული ბავშვები არავაქცინირებულები იყვნენ.
ჯანმრთელობას გისურვებთ", - წერს გიორგი ფხაკაძე.
#drpkhakadze


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა