"კოვიდი არსად წასულა, არც ეს ახალი ჰეპატიტი წასულა, არც წავა და ეს შეიგნეთ!" - გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას მიმართავს და შეახსენებს, რომ კორონავირუსი არსად წასულა და ჯერ კიდევ იცირკულირებს.
"ამ პოსტზე კომენტარებს გადავხედე.. თქვენ რომ ჩემსკენ ქვებს ისვრით, ამით რა გგონიათ, კოვიდი აღარ იქნება და ეს ჰეპატიტი გაჩერდება?! ამდენი უვიცობა, უცოდინრობა და, უბრალოდ, უკულტურობა საიდან მოდის?!
არ მოგწონს, ნუ კითხულობ. მე გაწვდით ინფორმაციას, თან უანგაროდ, შეირგეთ! რამეს ვითხოვ თქვენგან?!
კიდევ ერთხელ, თქვენი “კომენტარებით” თქვენ მე ვერაფერს დამაკლებთ, საკუთარ თავს კი ….
კოვიდი არსად წასულა, არც ეს ახალი ჰეპატიტი წასულა,არც წავა და ეს შეიგნეთ! თქვენი უვიცობა კი საჯაროდ რომ გამოგაქვთ, რა ვიცი, ქუთაისში ასეთ ხალხს “გოიმებს” ეძახდნენ. თავად განსაზღვრეთ, ვინ ან რა ხართ!
მართლა დამღლელია ამდენი იდიოტის კომენტარის ყურება!
ჯანმრთელობას გისურვებთ!", - წერს ფხაკაძე.
#drpkhakadze