ლარი მკვეთრად გამყარდა - ვალუტის კურსი
სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.9036 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9262 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 2.26 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.0738 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0789 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.51 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1821 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.6240 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 21 მაისიდან შევა ძალაში.