კორონავირუსით კიდევ 5 ადამიანი გარდაიცვალა - ნახეთ, ბოლო ერთი კვირის კოვიდ სტატისტიკა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი 16 მაისიდან 22 მაისის ჩათვლით კოვიდ ინფიცირების, გამოჯანმრთელებისა და გარდაცვალების სტატისტიკას აქვეყნებს.
16-22 მაისის პერიოდში კოვიდ 19-ის 586 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 605 ადამიანი, ხოლო ვირუსს 5 ადამიანი ემსხვერპლა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 657 154-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 1 639 674 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 16 827 პაციენტი ემსხვერპლა.
✔️ სულ ჩატარდა - 113 058 ტესტი
✔️ უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი
✔️ 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია - 0.52%