თუ საკუთარი სახლი არ გაქვთ, თბილისში საცხოვრებლის უფასოდ მიღების პროექტი ხორციელდება - ნახეთ, ვის და როგორ შეუძლია პროგრამით სარგებლობა
თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაცია და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფა დედაქალაქის მერიის ერთ-ერთი სოციალური პროგრამაა, რომლითაც სარგებლობა თბილისში რეგისტრირებული უსახლკარო პირებს და ოჯახებს შეუძლიათ.
უსახლკაროთა რეგისტრაცია და თავშესაფრით/საცხოვრისით სარგებლობის შესახებ დამატებით ინფორმაციას "პრაიმტაიმის" ამ სტატიაში ნახავთ:
რა არის პროექტის არსი?
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების/ოჯახების რეგისტრაცია და
თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფა.
ვინ არიან პროექტის ბენეფიციარები?
ქ. თბილისში რეგისტრირებული უსახლკარო პირები/ოჯახები.
რას მოიცავს პროექტი?
• დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში პირს/ოჯახს მიენიჭება უსახლკარო
პირის/ოჯახის სტატუსი.
• სტატუსის მინიჭების შემდეგ, მოხდება პირის/ოჯახის შეფასება ქულათა შესაბამისი სისტემით. ქულების
მიხედვით განისაზღვრება თავშესაფრით/საცხოვრისით დაკმაყოფილების რიგითობა.
როგორ უნდა მიიღოს პირმა/ოჯახმა ბენეფიტი?
პირმა/ოჯახმა თავშესაფრის/საცხოვრისის მიღების მიზნით, უსახლკარო პირად/უსახლკარო ოჯახად
რეგისტრაციისთვის დადგენილი ფორმის განაცხადით უნდა მიმართოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის
ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს (უსახლკაროდ რეგისტრაციისა და
თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისიას).
განაცხადს თან უნდა ერთვოდეს:
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი
მოწმობა/დაბადების მოწმობა ან პასპორტი) ასლი;
• შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სხვა)
ასეთის არსებობის შემთხვევაში;
• ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს უსახლკარო პირად
რეგისტრაციისთვის მოთხოვნილი გარემოებების არსებობა ან/და განმცხადებლის მიერ მითითებული ინფორმაცია.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირად რეგისტრაციის შესახებ
უსახლკარო პირად/ოჯახად რეგისტრაცია არ წარმოშობს უსახლკარო პირად/ოჯახად რეგისტრირებული
პირის/ოჯახად თავშესაფრით/საცხოვრისით რაიმე კონკრეტულ ვადაში აუცილებელი დაკმაყოფილების ვალდებულებას.
უსახლკარო პირად/ოჯახად რეგისტრირებული პირი/ოჯახი თავშესაფრით/საცხოვრისით დაკმაყოფილდება ქ.
თბილისის მუნიციპალიტეტის რესურსების შესაბამისად.
წყარო