თეგებით ძიება

„ვიზეარი“ დღევანდელი ფრენების გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ავიაკომპანია „ვიზეარი“ დღევანდელი ფრენების გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„დღეს, 30 მაისს, გაუქმდა ფრენები ქუთაისი-ბარსელონა და ბარსელონა-ქუთაისის მიმართულებით. ფრენების გაუქმების მიზეზი, თვითმფრინავის გაუთვალისწინებელი ტექნიკური ხარვეზი გახდა.

ყველა მგზავრმა ადგილზევე მიიღო საჭირო დახმარება და უფასო განთავსება. მეტი კომფორტისთვის, მგზავრებს ასევე საშუალება მიეცათ ბილეთები, სასურველ მიმართულებაზე და სასურველ ფრენაზე გადაეცვალათ“,- აღნიშნულია ავიაკომპანიის განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მსგავსი გაუთვალისწინებელი შემთხვევის მიუხედავად, ყველა მგზავრმა მიიღო დროული, სწრაფი დახმარება და ზარალის კომპენსაცია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა