აფხაზეთის მარიონეტულმა რეჟიმმა სირიასთან სამხედრო თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა
აფხაზური მედიის ინფორმაციით, აფხაზეთის მარიონეტულმა რეჟიმმა სირიის არაბულ რესპუბლიკასთან სამხედრო თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა.
სეპარატისტების მედიის ცნობით, აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ვლადიმირ ანუასა და სირიის თავდაცვის მინისტრს, გენერალ-ლეიტენანტ ალი მაჰმუდ აბასს შორის შეხვედრა შედგა, რომლის ფარგლებშიც გაფორმდა სამხედრო თანამშრომლობის შეთანხმება.