თეგებით ძიება

კობახიძე უსამართლოს არასდრო არაფერს ამბობს - "ოცნება" პარტიის თავმჯდომარეს იცავს

"ქართული ოცნების" ლიდერის, ირაკლი კობახიძის გუნდი ამტკიცებს, რომ მას პრეზიდენტთან საბოდიშო არაფერი სჭირს.

"მწვავე იყო თავად პრეზიდენტის და თავად კობახიძის განცხადებები, თუმცა არ მგონია, რომ აქ საბოდიშო რაიმე იყოს აქ" - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე.

"უსამართლოს ირაკლი კობახიძე არასდროს არაფერს ამბობს" - ამბობს უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი ამილახვარი.


შეგახსენებთ, კობახიძემ მალევე განაცხადა, რომ "სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ინსტიტუტი დააზიანა". "ქართული ოცნების" ლიდერმა პოლიტიკური იერიში სალომე ზურაბიშვილზე დღესაც მიიტანა და თქვა, რომ "პრეზიდენტმა უნდა იცოდეს, საჯაროდ რა უნდა თქვას და რა არა".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა