"რა უნდა ვუპასუხო გარდა იმისა, რომ რეგვენია?!" - ხერხეულიძე კობახიძეზე
"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ეკა ხერხეულიძემ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.
ჟურნალისტებთან საუბრისას, "ქართული ოცნების" ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებას უპასუხა:
"მათს უკონტროლო განცხადებებზე პასუხის გაცემა ჩვენ გვაგდებს უხერხულ მდგომარეობაში. რას ამბობს კობახიძე თავის განცხადებაში, რომ საქართველოს ჰყავდა პრეზიდენტი, რომელიც 9 500 პატიმარზე უარესია. ანუ ყველა მძიმე დანაშაულის მატარებელი პატიმარი, რომელიც სასჯელს იხდიან: პედოფილიაზე, მკვლელობაზე, ყაჩაღობაზე, ქურდობაზე, მათზე უარესია მიხეილ სააკაშვილი. რა უნდა ვუპასუხო მას გარდა იმისა, რომ რეგვენია და საკუთარ ქვეყანას კონსტიტუციონალისტი არ შეიძლება, აკადრებდეს ამას. არ ვიცი, მის თავში რა ხდება, რა ტრიალებს, ფაქტია, რომ არ შეიძლება პირველი სპიკერი, პარლამენტარი აკეთებდეს ამ განცხადებას",- თქვა ეკა ხერხეულიძემ.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე განაცხადა, რომ "საზღვარგარეთ გადაყვანა გამორიცხულია".