თეგებით ძიება

"სააკაშვილის მოშორება კატეგორიულად გადაწყვეტილი აქვთ" - გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია შვილის სანახავად კლინიკა "ვივა მედში" მივიდა.

ჟურნალისტებთან საუბრისას, "ქართული ოცნების" ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებას უპასუხა:

"ჩვენთან ხომ სასამართლო დამოუკიდებელია, ჩვენს ქვეყანაში... ისე, როგორც ჩანს, ჩვენი მიზნებია განსხვავებული, იმიტომ, რომ ჩემი მიზანია, რომ გადავარჩინო ჩემი შვილის სიცოცხლე და ამის მიზანია, როგორც ჩანს, კატეგორიულად აქვს გადაწყვეტილი, რომ როგორმე მოიშოროს თავიდან. ეს არის განსხვავება. რს ნიშნავს განჩინება გადაეცა? როგორც კი განჩინება გამოიცა, ის უნდა მაშინვე მიეცათ და უნდა აღსრულდეს, წესი ასეთია, - თქვა ალასანიამ.


შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე განაცხადა, რომ "საზღვარგარეთ გადაყვანა გამორიცხულია".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა