თეგებით ძიება

რამდენი ლარით გაძვირდა უცხოეთში დასვენება ქართველებისთვის?

ქართველ მოგზაურებში გამყვან ტურიზმზე მოთხოვნა მაღალია, თუმცა უცხოეთში დასვენება მნიშვნელოვნადაა გაძვირებული. საკითხზე გადაცემაში „დილის პალიტრა“ ერთ-ერთი ტურისტული კომპანის დირექტორმა ისაუბრა.

როგორც ნიკა გოგოლაძემ თქვა, ყველაზე მაღალი მოთხოვნა თურქეთის კურორტებზეა, შემდეგ მოდის ქალაქები პრაღა, ვენა, ბუდაპეშტი, საბერძნეთის კურორტები და იტალიის ქალაქები.

რაც შეეხება ფასებს, დირექტორი ამბობს, რომ მაგალითად თურქეთის ტურისტული პაკეტების ღირებულება 20-30%-ითაა გაძვირებული.

„გემოვნებისა და სურვილების გათვალისწინებით, ანტალიაში ერთკვირიანი დასვენების მინიმალური პაკეტი, პოსტპანდემიურ პერიოდში, საშუალოდ 1000-1200 ლარი ჯდებოდა, მიმდინარე სეზონზე ფასი 1500 ლარამდეა გაზრდილი“, – დასძინა ნიკა გოგოლაძემ „დილის პალიტრას“ ეთერში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა