თეგებით ძიება

ლარი მკვეთრად გაუფასურდა - ვალუტის კურსი

სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 31 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.0249 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9546 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 7.03 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.2466 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1833 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 6.33 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.1843 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.8120 ლარი
ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 1-ლი ივნისიდან შევა ძალაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა