თეგებით ძიება

უნდა ვა­ღი­ა­რო, დამ­ნა­შა­ვე ვარ. დამ­ნა­შა­ვე ვარ, რომ ვი­ცავ მთავ­რო­ბის პო­ლი­ტი­ზი­რე­ბუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის მსხვერ­პლებს - ნიკა მელია EPP-ს ყრილობაზე

უნდა ვა­ღი­ა­რო, რომ დამ­ნა­შა­ვე ვარ. დამ­ნა­შა­ვე ვარ, რომ წარ­მო­ვად­გენ მათ, ვი­საც სჯე­რა ევ­რო­პუ­ლი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­სი. დამ­ნა­შა­ვე ვარ, რომ ვი­ცავ მთავ­რო­ბის პო­ლი­ტი­ზი­რე­ბუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის მსხვერ­პლებს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ “ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის“ ყრი­ლო­ბა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას განაცხადა.

"სა­კუ­თარ თავ­ზე შეყ­ვა­რე­ბულ­მა გა­ზპ­რო­მის ოლი­გარ­ქმა მი­ი­ტა­ცა ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო და ქვე­ყა­ნას თა­ვის პი­რად სა­კუთ­რე­ბად მი­იჩ­ნევს. ზუს­ტად ერთი წლის წინ ვი­ყა­ვი ცი­ხე­ში. სწო­რედ ევ­რო­კავ­ში­რი იყო ის, ვინც გა­და­ი­ხა­და ჩემი გი­რაო, რო­გორც ჩემი თა­ვი­სუფ­ლე­ბის ფასი.

თუმ­ცა, უნდა ვა­ღი­ა­რო, რომ დამ­ნა­შა­ვე ვარ. დამ­ნა­შა­ვე ვარ, რომ წარ­მო­ვად­გენ მათ, ვი­საც სჯე­რა ევ­რო­პუ­ლი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­სი. დამ­ნა­შა­ვე ვარ, რომ ვი­ცავ მთავ­რო­ბის პო­ლი­ტი­ზი­რე­ბუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის მსხვერ­პლებს:

პო­ლი­ტი­კურ ლი­დერს, რო­გო­რიც არის სა­ქარ­თვე­ლოს მე-3 პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც ქვე­ყა­ნა ამო­იყ­ვა­ნა პოსტ-საბ­ჭო­თა სიბ­ნე­ლი­დან, რო­მელ­მაც სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­უ­ყა­რა ქვეყ­ნის ევ­რო­პულ ინ­ტეგ­რა­ცი­ას, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი აღუდ­გა წინ პუ­ტი­ნის იმ­პე­რი­ა­ლის­ტურ ოც­ნე­ბას რე­გი­ონ­ში სრულ დო­მი­ნა­ცი­ა­ზე, და რო­მე­ლიც დღეს სიკ­ვდი­ლის პი­რას მყო­ფი, სა­კუ­თარ აჩ­რდი­ლად არის ქცე­უ­ლი, წა­მე­ბი­სა და არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბის შე­დე­გად.

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის ლი­დე­რებს, რო­გო­რიც არის ოლი­გარ­ქი­უ­ლი რე­ჟი­მის კრი­ტი­კის­თვის ახ­ლა­ხანს და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი მთა­ვა­რი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ნიკა გვა­რა­მია.

დამ­ნა­შა­ვე ვარ, რომ წარ­მო­ვად­გენ ჩემს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლებ­საც რცხვე­ნი­ათ, რომ სა­კუ­თარ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ვერ ხე­და­ვენ უკ­რა­ი­ნი­სა და უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი­სად­მი მი­მარ­თულ სა­ყო­ველ­თაო ტალ­ღა­ში.

და ბო­ლოს, დამ­ნა­შა­ვე ვარ, რომ უარს ვა­ცხა­დებ და­ვი­ნა­ხო, თუ რო­გორ ეშ­ვე­ბა ჩემი ქვე­ყა­ნა პუ­ტი­ნის მიერ და­პი­რე­ბუ­ლი ახა­ლი რკი­ნის ფარ­დის ბნელ მხა­რეს.

ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო, თქვენ, მე და სხვებ­მა ამ დარ­ბაზ­ში კარ­გად ვი­ცით რუ­სუ­ლი ბა­ტო­ნო­ბის ფასი.

არც იმე­დი, არც მო­მა­ვა­ლი, არც სი­ცო­ცხლე. ქარ­თველ ხალ­ხს, ისე რო­გორც არას­დროს, გვინ­და ევ­რო­პა. ჩვენ გვჭირ­დე­ბა ევ­რო­პის თა­ნად­გო­მა, რომ და­ვა­მარ­ცხოთ სა­ხელ­მწი­ფოს მი­ტა­ცე­ბა.

ჩვენ გვინ­და ევ­რო­პა, რად­გან ჯერ კი­დევ ვოც­ნე­ბობთ თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე, სა­ერ­თო კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე, მშვი­დო­ბი­ან მო­მა­ვალ­ზე.

ჩვენ მივ­მარ­თავთ ევ­რო­კავ­შირს, გა­უ­ღოს კარი სა­ქარ­თვე­ლოს.

ვი­ცით, რომ ეს გზა იქ­ნე­ბა გრძე­ლი და რთუ­ლი, მაგ­რამ ჩვენ ის ერ­თად უნდა გა­ვი­ა­როთ. დღე­ვან­დე­ლი ოლი­გარ­ქი­უ­ლი რე­ჟი­მი არის მძი­მე დაბ­რკო­ლე­ბა, მაგ­რამ თქვე­ნი მხარ­და­ჭე­რით, ჩვენ ამა­საც გა­დავ­ლა­ხავთ.

ზო­გი­ერ­თებს უნ­დათ, რომ ჩვენ შევ­წყვი­ტოთ ბრძო­ლა, მაგ­რამ ჩვენ არას­დროს შევ­წყვეტთ ბრძო­ლას, ჩვენ არას­დროს გა­ვიქ­ცე­ვით, ჩვენ არას­დროს მივ­ყვე­ბით დი­ნე­ბას!“,- გა­ნა­ცხა­და მე­ლი­ამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა