თეგებით ძიება

ივნისში ზეთი ისევ გაძვირდება? - რას ამბობენ კომპანიები

რუსეთმა დღეიდან მზესუმზირის ზეთის საექსპორტო გადასახადი 372.2 დოლარიდან 525 დოლარამდე გაზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს ზეთის მთავარი საიმპორტო ბაზარი რუსეთია. რამდენად აისახება რუსეთიდან მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე გაზრდილი გადასახადი იმპორტირებული პროდუქტის ფასზე და რამდენით გაძვირდება დახლზე ზეთის ფასი - ამ კითხვებით ზეთის იმპორტიორ კომპანია „ალფას“ დირექტორს ირაკლი ციხისთავს BM.GE-მ მიმართა.

მისი თქმით, ივნისში ზეთის იმპორტის შემდეგ პროდუქტი ადგილობრივ ბაზარზე დაახლოებით 10%-მდე გაძვირდება.

„საექსპორტო გადასახადის ზრდა, რა თქმა უნდა, დახლზე ზეთის ღირებულებას გაზრდის. ივნისში იმპორტირებული ზეთის ფასი დაახლოებით 10%-ით გაიზრდება. დღეს 1 ლიტრი ზეთის ღირებულება 9 ლარია, საექსპორტო ფასის გავლენით ზეთის 1 ლარით გაძვირდება“, - ამბობს იმპორტიორი კომპანიის დირექტორი.

ცნობისთვის: კომპანია „ალფა“ მზესუმზირის ზეთის იმპორტს „ბარაქა“ ბრენდით ახორციელებს და თვეში 500-600 ტონა ზეთი შემოაქვს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა