ბოლო სამ წელიწადში, 543 ექიმის პასუხისმგებლობა დადგა, სამედიცინო დაწესებულებებმა კი 3,5 მილიონი ლარის ჯარიმა გადაიხადეს - ახალგაზრდა ადვოკატები
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სფეროში, პაციენტის უფლებების ინტერესიდან გამომდინარე, არსებული მდგომარეობის შესწავლის შედეგებს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში, სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან გადაცდომის ფაქტებზე ბიუჯეტის სასარგებლოდ 3,465.100 ლარი იქნა გადახდილი, ხოლო პაციენტის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა დაეკისრა - 543 ექიმს, რაც სფეროში არსებულ ვითარებას, თავისი გამოწვევებით, კრიტიკულს და საგანგაშოს ხდის.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტს ლიზი ზუხბაიას განცახდებით, ორგანიზაციის ინტერესს წარმოადგენდა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის აპრილის თვის მდგომარეობით, რეგისტრირებული საჩივრებისა და სავარაუდო გადაცდომების დადგენა, სანქციების გამოყენების სტატისტიკის შესწავლა, სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობისა და სამედიცნო მომსახურებასთან დაკავშირებული პრეტენზიების სამართლებრივი რეაგირების ხარისხის დადგენა, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მუშაობის ეფექტიანობის დადგენა და შესაბამისი რეკომენდაციების წარმოდგენა. ორგანიზაციის შესწავლა განაპირობა იმ არაერთი მომართვის ინტერესმა, რომელიც სამართლებრივ დახმარებას მოითხოვს კონკრეტული ექიმისა თუ სამედიცინო დაწესებულების არასწორი კონსულტაციის გამო. ამასთან, განსაკუთრებული პრეტენზიები მოქალაქეების მხრიდან დაფიქსირდება პანდემიის პერიოდში, რა დროსაც ადგილი ჰქონდა ცალკეულ ფატალურ შედეგებსა და გახმაურებულ ფაქტებს.
„ახალაგაზრდა ადვოკატების“ შესწავლის შედეგად დგინდება, რომ 2022-2019 წლებში, სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან გადაცდომის ფაქტებზე მითითებით, სულ რეგისტრირებული იქნა 3764 განცხადება. აქედან, 800 საკითხი შეეხებოდა პაციენტისთვის გაწეული დახმარების ხარისხს. საქმის შესწავლა დასრულდა 1543 საკითხთან მიმართებით, 2221 საკითხთან დაკავშირებით კი - მოკვლევა ისევ გრძელდება. დგინდება, რომ სულ შედგა 2136 ადმინისტარციული სამართალდარღვევის ოქმი, რაც შესაბამისი განხილვისთვის გადაგზვანილი იქნა სასამართლო წესით. აქედან, 1496 ადმინისტრაციული ოქმი შეეხებოდა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა დარღვევას. დგინდება, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, სულ დაჯარიმებული იქნა 1281 პირი, ხოლო 437 პირს მიეცა შენიშნვა. მიღებული ინფორმაციით დგინდება, რომ ბიუჯეტის სასარგებლოდ, ბოლო 3 წელიწადში, სასამართლოს მიერ ჯარიმის სახით დაკისრებულმა თანხამ 3,465 100 ლარი შეადგინა.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ ცალკე ყურადღებას დაუთმობს იმ პრეტენზიების დადგენას, რომელიც შეეხება პაციენტისა და ექიმის ურთიერთობას არაჯეროვანი ან არასწორი სამედიცინო მომსახურების მიმართულებით. დგინდება, რომ ბოლო 3 წელიწადში, მოქალაქეების მხრიდან 595 ექიმის მიმართ რეგისტრირდა საჩივარი, 543 ექიმის მიმართ გამოტანილი იქნა პასუხისმგებლობის დაკისრების გადაწყვეტილება. აქედან - 439 ექიმს მიეცა „წერილობითი გაფრთხილება“, სახელმწიფო სერთიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა - 94 ექიმს, სახელმწიფო სერთიფიკატი გაუუქმდა - 10 ექიმს, ხოლო 45 ექიმს არ დაკისრებია პასუხისმგებლობა. არსებული სტატისტიკური მონაცემები, წლების მიხედვით, ასე გამოიყურება:
2022 წლის აპრილის თვის მდგომარეობით, 56 ექიმის შემთხვევა, სადაც პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების პრეტენზია არსებობდა. პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა - 51 ექიმს. აქედან 43 ექიმს მიეცა „წერილობითი გაფრთხილება“, სახელმწიფო სერთიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა - 4 ექიმს, სერტიფიკატი გააუქმდა - 4 ექიმს, პასუხისმგებლობა არ დაეკისრა - 5 ექიმს, ხოლო პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხის დაკისრება გადაიდო 3 შემთხვევაში;
2021 წლის მდგომარეობით, განხილული იქნა 183 ექიმის შემთხვევა, სადაც პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების პრეტენზია არსებობდა. პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა - 154 ექიმს. აქედან 125 ექიმს მიეცა „წერილობითი გაფრთხილება“, სახელმწიფო სერთიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა - 29 ექიმს, პასუხისმგებლობა არ დაეკისრა - 22 ექიმს, ხოლო პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხის დაკისრება გადაიდო/არ იქნა განხულილი 7 შემთხვევაში;
2020 წლის მდგომარეობით, განხილული იქნა 140 ექიმის შემთხვევა, სადაც პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების პრეტენზია არსებობდა. პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა - 134 ექიმს. აქედან 110 ექიმს მიეცა „წერილობითი გაფრთხილება“, სახელმწიფო სერთიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა - 24 ექიმს, პასუხისმგებლობა არ დაეკისრა - 6 ექიმს;
2019 წლის მდგომარეობით, განხილული იქნა 216 ექიმის შემთხვევა, სადაც პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების პრეტენზია არსებობდა. პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა - 204 ექიმს. აქედან 161 ექიმს მიეცა „წერილობითი გაფრთხილება“, სახელმწიფო სერთიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა - 37 ექიმს, სერტიფიკატი გააუქმდა - 6 ექიმს, პასუხისმგებლობა არ დაეკისრა - 12 ექიმს.
„ახალგაზრდა ადვოკატები“, აგრეთვე დაინტერესდა, სამედიცინო საქმინობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, თუ რამდენმა სამედიცინო დაწესებულებამ მომართა საქმიანობის განხორციელებისთვის ლიცენზიის მისაღებად, რამდენ კლინიკას ეთქვა უარი და რა მიზეზით. დგინდება, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში, სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის/საქმიანობის განხორციელების უფლების მოსაპოვებლად წარდგენილი იქნა 77 განაცხადი. აქედან 17 დაწესებულებას ეთქვა უარი. ყველა შემთხვევაში, უარის თქმის საფუძველი გახდა კანონდებლობით დადაგენილი სალიცენზიო პირობების დაუკმაყოფილებლობა. ამასთან, შესწავლის პროცესში დასმულ კითხვაზე: „სამედიცინო საქმინობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო, ახორციელებს თუ არა ზედამხედველბას სამედიცინო დაწესებულებებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის აპრილის მდგომარეობით, სააგენტოს გამოუვლენია თუ არა რაიმე ტიპის დარღვევა და რა რეაგირება მოჰყოლია აღნიშნულ ფაქტს“, აღინიშნა, რომ ასეთი ზედამხედველობა ხორციელდება, თუმცა გამოვლინდა თუ არა ან/და რა რეაგირება მოჰყვა სამედიცინო დაწესებულებებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის დარღვევას, პასუხგუცემელი დარჩა.