ირიცხება იმ თანამშრომლების ანაზღაურება, ვინც წარმოების პროცესშია ჩართული - "ბორჯომი" განცხადებას ავრცელებს
კომპანია „ბორჯომი" განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, კომპანია, შეზღუდული ფინანსური რესურსების გამო, ხელფასებს, პირველ რიგში, უშუალოდ წარმოებში ჩართულ დასაქმებულებს ურიცხავს.
„როგორც უკვე განვაცხადეთ, ამ ეტაპზე, ბორჯომის ჩამომსხმელი N1 და N2 ქარხნები მუშაობს მინიმალური დატვირთვით, მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის. მოგეხსენებათ, საექსპორტო ბაზრების უმეტეს ნაწილთან დაკავშირებით (80%) ვითარება გაურკვეველია. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, კომპანიას არც ერთი ახალი კადრი არ აუყვანია.
რაც შეეხება ხელფასების დაგვიანების შესახებ გაჟღერებულ ინფორმაციას, მოგეხსენებათ კომპანიის ანგარიშები არის გაყინული, რის გამოც შეზღუდული გვაქვს ფინანსური რესურსი, ამიტომ პირველ რიგში ირიცხება იმ თანამშრომლების ანაზღაურება, ვინც ამ ეტაპზე წარმოების პროცესშია ჩართული“, - აცხადებენ კომპანიაში.