უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ევროპელი კოლეგები გაოცებულები გვისმენდნენ - პრემიერი
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, საქართველოში უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდაა.
"ქვეყანაში ძალიან პოზიტიური დინამიკაა, უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა გვაქვს. ჩვენი ევროპელი კოლეგები გაოცებულები ისმენდნენ ჩვენს საუბრებს. ასეთი ეკონომიკური ზრდა დღეს მსოფლიოში ძალიან ცოტა ქვეყანას აქვს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან სასიხარულოა. შარშან აპრილში თითქმის 45%-იანი ეკონომიკური ზრდა გვქონდა და ამის ფონზე არ ველოდით აპრილში ზრდას. თუმცა, 4 თვეში 10.8%-იანი ეკონომიკური ზრდა გამოგვივიდა. სავსეა ჩვენი ქალაქები ტურისტებით, იზრდება ექსპორტი, ბიზნესის ბრუნვა გაზრდილია და 38 მილიარდი ლარი შეადგინა",- განაცხადა პრემიერმა.