თეგებით ძიება

"ბორჯომის" აქციონერი, თანამფლობელი გახდება სახელმწიფო და ამით ეს პრობლემა მოგვარდება - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, "ბორჯომის“ აქციონერი, თანამფლობელი გახდება სახელმწიფო და პრობლემა მოგვარდება.

"ჩვენი არც ერთი მოქალაქე არ დაიჩაგრება და ყველას სამართლიანად მოვეპყრობით „ბორჯომთან“ დაკავშირებით, მინდა რამდენიმე სიტყვით ვთქვა, რომ ეკონომიკის სამინისტრომ უკვე პრაქტიკულად დაასრულა მოლაპარაკებები, ერთი კვირის თავზე მთავრობის სხდომაზე გამოვიტანთ საკითხს და „ბორჯომის“ აქციონერი, თანამფლობელი გახდება სახელმწიფო და ამით ეს პრობლემა მოგვარდება", - განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, არსებობს გარკვეული სირთულეები, მათ შორის დასაქმებულების პროტესტი.

"დღეს დილით მქონდა საუბარი ბატონ ზურაბ აზარაშვილთან, მისი დავალებით უკვე ჩართულია შრომის ინსპექცია, მინდა, ვუთხრა ყველას, რომ ჩვენი არც ერთი მოქალაქე არ დაიჩაგრება და ყველას სამართლიანად მოვეპყრობით, ყველაფერი მოგვარდება ისე, როგორც არის საჭირო“, - აღნიშნა პრემიერმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა