ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 7 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.9604 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9624 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.20 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1620 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1772 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.52 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1768 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.7049 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 8 ივნისიდან შევა ძალაში.