თეგებით ძიება

კახა კალაძემ მერის მოადგილის თანამდებობაზე კახა გულედანის კანდიდატურა წარადგინა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ თავის მოადგილედ კახა გულედანი წარადგინა.

„მინდა საზოგადოებას წარვუდგინო ადამიანი, რომელიც გააგრძელებს ამ მიმართულებას, იმისთვის რომ, ყველაფერი გაკეთდეს უმაღლეს დონეზე. საზოგადოებას მინდა წარვუდგინო კახა გულედანის კანდიდატურა. ის წლების განმავლობაში მუნიციპალიტეტში მუშაობს. საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. წლების წინ იკავებდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობას, იყო ასევე სამგორის რაიონის გამგებელი და მინდა კახას წარმატებები ვუსურვო ამ თანამდებობაზე“, - აღნიშნა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა