თეგებით ძიება

საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ - კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს პოლიტპატიმრები არ ჰყავს.

„ევროკავშირის კანდიდატობასთან დაკავშირებით, ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს გაკეთებული. შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ იმ სამი ქვეყნიდან, რომელსაც წარდგენილი აქვს კანდიდატობაზე განაცხადი, საქართველო ყველაზე წინ არის ყველანაირი რეფორმებით და კონკრეტული გადადგმული ნაბიჯებით.

რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, პოლიტპატიმრები საქართველოში არ არსებობენ. ეს დრო ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ, როდესაც პოლიტპატიმრები იყვნენ და განსხვავებული მოსაზრებების გამო აკავებდნენ და იჭერდნენ ხალხს. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის" მიერ შედგენილი წერილი და მიწოდებული EPP-სთვის",-განაცხადა კალაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა