თეგებით ძიება

ლარი გაუფასურდა - ნახეთ კურსი

ლარი დოლართან 0.3 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 1.65 თეთრით. 8 ივნისის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.9634 ლარია, ერთი ევროსი კი - 3.1785 ლარი.

კომერციულ ბანკებში 1 დოლარის ყიდვა 3 ლარად არის შესაძლებელი, ხოლო 1 ევროსი - 3.23 ლარად. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ღირებულება დაახლოებით 2.97 ლარია, 1 ევროსი - 3.19 ლარი.

ბოლო 3 თვის განმავლობაში ლარს გამყარების ტენდენცია ჰქონდა, თუმცა, 27 მაისი-1 ივნისის პერიოდში ეროვნული ვალუტა დოლართან 17 თეთრით, ხოლო ევროსთან - 20 თეთრით გაუფასურდა.

აღსანიშნავია, რომ 24 მაისს რეზერვების შესავსებად ეროვნულმა ბანკმა $10 მილიონი იყიდა. ეს 2019 წლის ივნისის შემდეგ პირველი შემთხვევაა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა