ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი
სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 10 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.9622 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9687 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0065 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1382 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1833 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0451 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.1736 ლარს შეადგენს, ხოლო ფუნტი კვლავ 3.7219 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 11 ივნისიდან შევა ძალაში.