თეგებით ძიება

"მშობლები თავისუფლებისთვის იბრძვიან" - მამუკა ხაზარაძემ უკრაინიდან 25 მოზარდი ჩამოიყვანა

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ პროექტის „ბავშვებს უნდათ მშვიდობა“ ფარგლებში, უკრაინაში არსებული საომარი მოქმედებების ზონებიდან 25 მოზარდი საქართველოში ჩამოიყვანა.

"25 მოზარდი ჩამოვიყვანეთ უშუალოდ საომარი მოქმედებების ზონებიდან.

მათი მშობლები ამ დრომდე იბრძვიან თავისუფლებისთვის. არიან ისეთი პატარებიც ვინც ოჯახის წევრები დაკარგეს ომში.

„ბავშვებს უნდათ მშვიდობა“ პროექტის მიზანია, საომარი მოქმედებების ზონაში მცხოვრები უკრაინელი ბავშვების ფსიქორეაბილიტაცია, მათ მხოლოდ ჩვენი სიყვარული სჭირდებათ.

ეს მეგობრობა გაგრძელდება, უახლოეს მომავალში დაღუპული უკრაინელი მფრინავების შვილები ჩამოვლენ საქართველოში“, – წერს ხაზარაძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა