თეგებით ძიება

ბულგარეთის საფეხბურთო კავშირი თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებულ ფეხბურთელზე განცხადებას ავრცელებს

ბულგარეთის საფეხბურთო კავშირი თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ბულგარელი ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

"ტოდორ ნედელევი ქირურგიული ოპერაციის შემდეგ თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციული განყოფილებიდან ნეიროქირურგიულ განყოფილებაში გადაიყვანეს და ის პროფესორ შოთა ინგოროყვას მეთვალყურეობის ქვეშ რჩება“, - ნათქვამია განცხადებაში.

თავად პროფესორმა, რომელმაც ოპერაცია ჩაატარა, ფეხბურთელის საავადმყოფოდან გაწერის კონკრეტულ თარიღი არ დაუსახელებია.

"ეს არის სერიოზული ოპერაცია და ამ ეტაპზე არ უნდა ვიჩქაროთ გაწერა. მთავარია ტოდორი მშვიდად იყოს და კარგად გამოჯანმრთელდეს“, - განაცხადა პროფესორმა ინგოროყვამ.

შეგახსენებთ, ავარია თბილისში 11 ივნისს ღამით იმ დროს მოხდა


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა