თეგებით ძიება

ლარი გაუფასურდა - ვალუტის კურსი

სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 13 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.9687 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9622 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.65 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1076 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1382 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 3.06 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1721 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.6263 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 14 ივნისიდან შევა ძალაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა