მაისში საქართველოში რეკორდული მოცულობის - $0.5 მილიარდზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა
მაისში საქართველოში რეკორდული მოცულობის – 505.7 მილიონი დოლარის მოცულობის ფულადი გზავნილები შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 169%-ით მეტია. ამ მასშტაბის ფულადი გზავნილები საქართველოს არცერთი წლის არცერთ თვეში არ მიუღია.
გზავნილებს შორის პირველ ადგილზეა რუსეთის ფედერაცია, საიდანაც გასულ თვეს $313.9 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც ძირითადად არა რუსეთში დასაქმებული ქართველების გზავნილებს, არამედ საქართველოში ემიგრირებული რუსების გზავნილებს წარმოადგენს. რუსული გზავნილები 889%-ით არის მომატებული.
მეორე ადგილზეა იტალია 36.8 მილიონი დოლარით, მესამეზე კი აშშ – 27.8 მილიონით.
TOP 20 ქვეყანა, საიდანაც ყველაზე მეტი გზავნილი შემოვიდა
1) რუსეთის ფედერაცია – 313.9 მილიონი, 889%
2) იტალია – 36.82 მილიონი, 15%
3) აშშ – 27.78 მილიონი, 15%
4) ყაზახეთი – 20.81 მილიონი, 587%
5) საბერძნეთი – 20.33 მილიონი, -1%
6) ისრაელი – 16.07 მილიონი, 9%
7) გერმანია – 13.31 მილიონი, 46%
8) თურქეთი – 8.13 მილიონი, 11%
9) ყირგიზეთი – 5.68 მილიონი, 372%
10) ესპანეთი – 4.96 მილიონი, 8%
11) აზერბაიჯანი – 4.63 მილიონი, -40%
12) საფრანგეთი – 3.72 მილიონი, 21%
13) პოლონეთი – 3.33 მილიონი, 31%
14) გაერთიანებული სამეფო – 2.85 მილიონი, 49%
15) კანადა – 1.92 მილიონი, -5%
16) ირლანდია – 1.91 მილიონი, 4%
17) ტაჯიკეთი – 1.86 მილიონი, 203%
18) სომხეთი – 1.53 მილიონი, 41%
19) კვიპროსი – 1.51 მილიონი,13%
20) უზბეკეთი – 1.33 მილიონი, 192%
წყარო