თეგებით ძიება

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.9358 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9436 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.78 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.0524 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0855 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 3.31 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1696 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.5635 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 17 ივნისიდან შევა ძალაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა