ლარი გაუფასურდა - ვალუტის კურსი
20 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.9340 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიცდღეს მოქმედებდა, 2.9239 ლარი იყო.
შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 1.01 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.0913 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0757 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.56 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.1693 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.5962 ლარი
ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 21 ივნისიდან შევა ძალაში.