თეგებით ძიება

რად მინდა პრემიერის 200-გვერდიანი მოხსენება, მაცივარს რომ გავაღებ, იქ ჩანს ჩემი ეკონომიკა დუღს თუ გადადუღს - ალეკო ელისაშვილი

"მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, "საუბარი იმაზე, რომ ქვეყანა ყვავის, დუღს და ეკონომიკა მთელ მსოფლიოში საუკეთესო გვაქვს, ამაზე საუბარი ძალიან სევდიანი ამბავია".

"რამდენად გახდა პრემიერ-მინისტრი ადეკვატური და რამდენად მიხვდა, რომ მანამდე რასაც ლაპარაკობდა ის იყო დამაზიანებელი, ეს მინდა დავინახო. საუბარი იმაზე, რომ ქვეყანა ყვავის, დუღს და ეკონომიკა მთელ მსოფლიოში საუკეთესო გვაქვს, ამაზე საუბარი ძალიან სევდიანი ამბავია. რად მინდა პრემიერის 200-გვერდიანი მოხსენება, მაცივარს რომ გავაღებ, იქ ჩანს ჩემი ეკონომიკა დუღს თუ გადადუღს და ასეა, ყველა დანარჩენი. ფული ჯიბეში გვაქვს თუ არა და მაცივარში საჭმელი, ეს არის ჩვენი ეკონომიკა. არ გვაქვს აქ სახარბიელოდ საქმე”, – განაცხადა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს, ირაკლი ღარიბაშვილი დეპუტატებს სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშს გააცნობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა