ლარი გაუფასურდა - ვალუტის კურსი
სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 22 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.9326 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9277 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.49 ლარი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.0857 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0925 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.68 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.1690 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 3.5954 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 23 ივნისიდან შევა ძალაში.