თეგებით ძიება

პოლიციელმა მოქალაქე დაჭრა - რა მოხდა წალენჯიხაში?

წალენჯიხაში, მაზანდარას დასახლების ტერიტორიაზე პოლიციელმა მოქალაქე დაჭრა. ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, გ.კ. ფეხშია დაჭრილი. მას ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნება და ჯერ ადგილობრივ საავადმყოფოში, ხოლო შემდეგ, ოჯახის გადაწყვეტილებით, ქუთაისში გადაიყვანეს.

ოჯახი ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს, შესაბამისად სხვა დეტალები უცნობია.

რაც შეეხება სამართალდამცველს, ის მოქმედი პოლიციელია და ერთ-ერთი ინფორმაციით, ინციდენტში მისი ძმაც მონაწილეობდა. უცნობია, შემთხვევის დროს სამართალდამცველი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა თუ არა და გაისროლა თუ არა სამსახურებრივი იარაღით.

მომხდარზე გამოძიება დაწყებულია, ჩართულია პროკურატურაც.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა