თეგებით ძიება

რისი მოსმენა სურთ კაცებს? - რჩევები ხანგრძლივი ურთიერთობისთვის

რისი მოსმენა სურთ კაცებს? - ამ საინტერესო შეკითხვის პასუხებს ჩვენთან განთავსებულ სტატიაში გაეცნობით.

"trent.ge" ქალებს მნიშვნელოვან რჩევებს უზიარებს მამაკაცების შესანარჩუნებლად:

„შენთან თავს დაცულად ვგრძნობ“.

უთხარით კაცს, მის გვერდით, რამდენად უსაფრთხოდ გრძნობთ თავს. აცნობეთ, რომ მხოლოდ მისი ყოფნაა საკმარისია იმისათვის, რომ თავი დაცულად იგრძნოთ - ამ სიტყვების მოსმენით, ნებისმიერი ბიჭი აღფრთოვანდება.

„ძალიან მინდა შენთან ყოფნა“.
მამაკაცებს მოსწონთ, როცა საყვარელ ქალს ემოციურად სჭირდება. მაგრამ, ისინი გიჟდებიან ფიზიკურ საჭიროებაზე - იქნება ეს სექსი თუ უბრალოდ ხელების ჩაკიდება. აცნობეთ თქვენს კაცს, რომ მის გვერდით ყოფნა გსურთ!

„მე მჯერა შენი“.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ბიჭს აბედნიერებს, არის ცოდნა იმისა, რომ საყვარელი ქალი მისი მთავარი მხარდამჭერია.

„მიყვარს, როდესაც შენ...“
ურთიერთობის მთავარი კომპონენტი, რომელიც ნებისმიერ მამაკაცს მოხიბლავს, არის იმის ცოდნა, რომ შეუძლია გამოხატოს საკუთარი ემოციები. თქვენს საყვარელ კაცს, მიეცით საშუალება გამოსცადოს ის სასიამოვნო გრძნობები, რომელიც თქვენთან ძლიერი მიჯაჭვულობის განცდით წარმოიქმნება.

„ყველაფერი კარგად იქნება“.
არაფერია იმაზე მეტად მანუგეშებელი, ვიდრე იმის ცოდნა, რომ საყვარელი ქალი გამხნევებს და პრობლემების მოგვარებაში გეხმარება.

„მიყვარს, როდესაც მაცინებ“.
საყვარელი ქალის გაცინება ყველაზე სასიამოვნო გრძნობაა. მაშინაც კი, თუ თქვენი მამაკაცი დიდი იუმორის გრძნობით არ გამოირჩევა, მას მაინც შეუძლია ფავორიტი კისკისის მიზეზი გახდეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა