ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს - პრეზიდენტი
"ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ის პირად გვერდზე წერს.
„ქართველი ახალგაზრდა აქტივისტების დარბევა: პოლიციის მიერ ცემა, დაკავებები და 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთის მუქარები. ამ გოგოს ხუთ პოლიციელზე თავდასხმას აბრალებენ!“ — წერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე და აზიარებს გოგონას, ლიზი თირქიას ფოტოს, რომელმაც "ფეისბუქზე" დაწერა: "სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან დამირეკეს და მეუბნებიან, რომ აქციაზე 5 პოლიციელს თავს დავესხი, გავიქეცი და ვიმალები".