თეგებით ძიება
06. 07. 2022 მსოფლიო

იმ "დემილიტარიზაციის“ ნაცვლად, რომლისკენაც პუტინი ისწრაფოდა, რუსეთმა საპირისპირო მიიღო - დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების მდივანი, ალექსეი დანილოვი აცხადებს, რომ უკრაინაში ახლა დემილიტარიზაციის საპირისპირო პროცესი მიმდინარეობს.

"დაახლოებით მილიონი უკრაინელი იღებს საბრძოლო და სამხედრო გამოცდილებას. იყო თუ არა ეს პუტინის გეგმა? უკრაინის ჯარის ხარისხი აუცილებლად გადაწონის რაშისტების რაოდენობას.

იმ „დემილიტარიზაციის“ ნაცვლად, რომლისკენაც პუტინი ისწრაფოდა, უკრაინაში აგრესიის დაწყებიდან მოყოლებული, მიმდინარეობს საპირისპირო პროცესი.

ჩვენ დავიწყეთ ნატოს სტანდარტების მიხედვით სწრაფი გადაიარაღება. შეიარაღებული ძალები დასავლურ იარაღსა და ტექნოლოგიებს იყენებენ“, - აცხადებს დანილოვი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა