თეგებით ძიება

რა ნივთიერებას შეიცავს ლეღვის ნახარში? - ექიმ გუგა ქაშიბაძის განმარტება

ექიმი, გუგა ქაშიბაძი "რუსთავი 2“-ის ეთერში ლეღვის ნახარშის შესახებ საუბრობს.

"უნდა გამოვიყენოთ ისეთი სამედიცინო საშუალებები, რომელიც შემოწმებულია და ლიცენზია აქვს. დანარჩენ თვითშემოქმედებას კი სავალალო შედეგამდე მივყავართ. რძე ქიმიურად ძალიან აქტიურია, მზეზე გასვლა არც არის აუცილებელი, მაგრამ მზის სხივები პროვოცირებას ახდენს. მთვარის შუქზეც რომ გახვიდე, ქიმიურ დამწვრობას მაინც მიიღებ.

ლეღვის ნახარშს წყალწამრთმევი ფუნქცია აქვს, უჯრედებიდან წყალი გამოაქვს. ამიტომაც ახასიათებს სითხით სავსე ბევრი ბუშტულაკების განვითარება. ამ ყველაფერს თან ერთვის ინტოქსიკაცია და ძალიან ხშირად საჭიროა სტაციონარში მკურნალობა. ლეღვის ნახარშით გარუჯვის წარმატებული მაგალითები არ არსებობს და არც მინდა ასეთი მაგალითი იყოს. როცა ჩვენი ჩრდილი არის გრძელი, მაშინ არის მზე უსაფრთხო. ეს არის ძალიან ელემენტარული. როდესაც ჩრდილი მოკლდება და საერთოდ აღარ ჩანს, მზე პიკშია და საფრთხეა ჩვენი კანისთვის“, - აცხადებს ქაშიბაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა