თეგებით ძიება

ეს ქვეყანა რუსეთზე მომუშავე ერთი ოლიგარქის გამო არ უნდა დაისაჯოს - რას ამბობს თაკო ჩარკვიანი ?

პარტია "კანონი და სამართალის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი "ტვ პირველის“ ეთერში, "ქართული ოცნების“ დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებს.

"კვლევა და გამოძიება უკვე დასავლეთს აქვს გაკეთებული. იმიტომ რომ მათი უსაფრთხოება მუშაობს. ჩვენ რაღაც ასე წარმოგვიდგენია, რომ მხოლოდ ჩვენს ქვეყანას იცავს და იმიტომ იძიებს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიას. არა, ბატონებო, ისინი თავიანთ სივრცეს იცავენ. მათი უსაფრთხოება იკვლევს რა ტიპის ქვეყანაა ეს და ვინ ცხოვრობს აქ. არის თუ არა სახურავი და ერთგვარი ხიდი რუსეთის ტერორიზმისა. ისინი თავიანთ სივრცეს იცავენ, მარტო ჩვენ ქვეყანაზე კი არ ზრუნავენ.

ბუნებრივია, მადლობა რომ პარტნიორობას გვიწევენ, უღრმესი მადლობა მათ ამისთვის და ქართველმა ხალხმა დაანახა მათ, რომ დასავლეთის მოსურნეა, მაგრამ ძირითადად ძიება ხდება უფრო დასავლური სივრცის დაცლის გამო.

ამ წერილში 37 ჯერ არის ნახსენები ბიძინა ივანიშვილი. ჩემს ბავშვობაში ბრეჟნევი მოწმდებოდა ტექსტში რამდენჯერ ახსენებდა იქ ჩასული მომხსენებელი. ერთ-ერთში აქვთ გადმოტანილი რუსული სტილი. ახლა ჩვენზე, ხალხზე არის დამოკიდებული პროცესის დასრულდება.

ახლა მნიშვნელოვანია ეს სანქციები კონკრეტულად მას დაედება თუ შეიძლება მოჰყვეს ქვეყნის რაღაც ნაწილი, აი ეს ნაწილი ჩვენზე არის დამოკიდებული. დასავლეთმა ძალიან კარგად დაინახა, რომ ქვეყანა არ უნდა დაისაჯოს ერთი რუსეთზე მომუშავე ოლიგარქის და მის გარშემო მყოფი ადამიანების გამო. ეს ჩანს ამ წერილში. ძალიან გამწარებულები არიან.

რაც შეეხება იმ ეპისტოლარულ ჟანრს, ივანიშვილი ამ ეპისტოლარულ ჟანრში ფრიად უსუსურად გამოიყურება და მე ვურჩევდი, რომ გადადოს, ეს მისი საქმე ნამდვილად არ არის. რუსული სტილით თანხების მითვისება და აქ ქველმოქმედებად გასაღება უფრო მისი სტილია და ბევრად უკეთ გამოსდის, ვიდრე ეპისტოლარული წერილები, რომელსაც დღეს დღეობით გვაწვდის ფეხბურთელი ყაველაშვილის და ამ სამეულის ხელით. ძალიან უხერხულად გამოიყურება ეს ყველაფერი“, - აცხადებს თაკო ჩარკვიანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა